Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ცსკ-ის მომავალ თავმჯდომარეს წინამორბედის პირობებში მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს


ცსკ-ის მომავალ თავმჯდომარეს წინამორბედის პირობებში მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია ”საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი. მას საარჩევნო ადმინისტრაციამ უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე იმ მიზეზით, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს კონსტიტუცია პრეზიდენტობას უკრძალავს. ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი და მისი ინტერესების დამცველი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციით აკრძალვა შეეხება პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას და არა კანდიდატად რეგისტრაციას. ზურაბიშვილის განცხადებით, ცსკ-ის ახალმა თავმჯდომარემ უნდა გადახედოს ”არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს."
XS
SM
MD
LG