Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ნორლანდი მუქარისა და ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის მოწოდებით გამოდის


საქართველოში აშშ-ის ელჩი ყველა პარტიის აქტივისტებს მიმართავს, ხელი შეუწყონ მუქარისა და ძალადობისაგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას და ხელისუფლებას სთხოვს, მიიღოს ყველა ზომა სიმშვიდის დასაცავად. რიჩარდ ნორლანდი აღნიშნავს, რომ დღეს ზუგდიდში საარჩევნო შეხვედრის გამართვას აპირებს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ხოლო თავად ზუგდიდს 16 სექტემბერს ეწვევა წინასაარჩევნო გარემოს გასაცნობად. „სიამოვნებით ვიხსენებ თბილ დახვედრას ზუგდიდში ერთი წლის წინ და მოუთმენლად ველი მშვიდ ზუგდიდში დაბრუნებას“ - ნათქვამია რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG