ერაყის პოლიციისა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბაღდადში შიიტურ მეჩეთთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სხეულის დაზიანება მიიღო 27 მა კაცმა. აფეთქება ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთ კასრას რაიონში მოხდა. ინცინდენტისთანავე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. გაეროს ცნობით, აგვისტოს თვეში მომხდარ თავდასხმებში, რომელთა ერთი მესამედი სწორედ ბაღდადსა და მის შემოგარენში მოხდა, 800 ერაყელი დაიღუპა.
ყველაზე პოპულარული
1