Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე: საარჩევნო გარემო შიშისგან თავისუფალია


„საარჩევნო გარემო ნამდვილად არის შიშისაგან თავისუფალი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით საარჩევნო გარემო არ არის სამართლიანი,“- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე, რომელიც მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ლატვიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის ელჩებს შეხვდა. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოს, ქვეყნის საგარეო და საშინაო კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. „მე მათ გავაცანი, ვაცნობ და მომავალში გავაცნობ არსებულ საარჩევნო გარემოს და ხაზს ვუსვამ იმას, ამისათვის არაფერი არ გაკეთდა საკანონმდებლო თვალსაზრისით, თუნდაც იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის ცვლილების თვალსაზრისით, თუნდაც იგივე ამომრჩეველთა სიების დადგენის თვალსაზრისით და ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელმაც არჩევნების სამართლიანობას შეიძლება ხელი შეუშალოს", – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე საჭირო გახდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარება.
XS
SM
MD
LG