Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომურ სააგენტოში ირანის ახალი ელჩი: თეირანი სააგენტოსთან ითანამშრომლებს


საერაშორისო ატომურ სააგენტოში ირანის ახალმა წარმომადგენლმა, რეზა ნაჯაფიმ განაცხადა, რომ ირანი სააგენტოსთან ითანამშრომოლებს, რათა „არსებული საკითხები ერთხელ და სამუდამოდ გადაილახოს“. ნაჯაფი პირველად წარმოადგენდა ირანს სააგენტოს მმართველი საბჭოს სხდომაზე, ვენაში, ხუთშაბათს. მან გაიმეორა ირანის პოზიცია, რომ არ დათმობს თავის უფლებას, იქონიოს სამშვიდობო ბირთვული პროგრამა. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ირანი მალულად მუშაობს ატომური იარაღის შექმნისთვის, რასაც თეირანი უარყოფს. დასავლელი დიპლომატები მიესალმნენ ნაჯაფის ნათქვამს, თუმცა თავშეკავებული არიან და თვლიან, რომ გამოჩნდება, შეიცვლება თუ არა ირანის პოლიტიკაში ცვლილება ახალი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში.
XS
SM
MD
LG