Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავს დაესხნენ ნატოს საწვავით დატვირთულ კოლონას


პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ავტოკოლონას, რომელსაც ნატოსთვის საწვავი გადაჰქონდა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანებს, რომლებიც მოძრაობდნენ ყარაჩიდან ავღანეთისკენ. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაიღუპა ერთი მძღოლი, დაიწვა რვა მანქანა. თავდასხმა მოხდა ბელუჯისტანში, პროვინციაში, რომელიც ირანსა და პაკისტანს შორის არის. პაკისტანსა და აშშ-ს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად, 2015 წლამდე პაკისტანის ტერიტორიის გავლით ხდება ავღანეთში ნატოს ჯარისთვის სხვადასხვა ტვირთის გადატანა.
XS
SM
MD
LG