Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და აშშ-მა სირიის გამო სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის იმედი გამოთქვეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვეს, რომ სირიის ქიმიური იარაღის განადგურება ამ ქვეყანაზე სამშვიდობო კონფრენციის გამართვის გეგმის განხორციელების შანსს განაახლებს. გაეროს საგანგებო წარგზავნილთან, ლახდარ ბრაჰიმისთან შეხვედრის შემდეგ, კერიმ და ლავროვმა გამოაცხადეს, რომ ნიუ იორკში გამართავენ შემდეგ შეხვედრას ამ თვის ბოლოს, რათა შეათანახმონ დიდი ხნის წინ გადადებული კონფრენეციის თარიღები. კერი და ლავროვი განიხილავენ რუსეთის ინციატივას, რომ სირია თავის ქიმიურ არსენალს საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებარებს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს აშშ-ის მუქარა, რომ სამხედრო დარტყმას მიაყენებს დამასკს. პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა განაცხადა, რომ სირიის გადაწყვეტილებამ, შეუერთდეს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციას, აჩვენა, თუ როგორი „სერიოზულობით“ ეკიდება სირიის მთავრობა კონფლიქტის მოგვარებას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ობამამ მუქარა გამოთქვა, რომ სამხედრო დარტყმას მიაყენებს სირიას, რადგან სჯერა, რომ დამასკმა გამოიყენა ქიმიური იარაღი, რასაც 1400 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG