სულ მცირე 27 ავღანელი მაღაროელი დაიღუპა ქვანახშირის საბადოს ჩამოქცევის შედეგად ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია სამანგანში. ხელისუფლების ცნობით, მაღაროელები აბხორაკის მაღაროში მუშაობდნენ, როცა ის შაბათს ჩაინგრა და მიწისქვეშ მოაქცია ისინი. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის, მოჰამად სედიყ აზიზის თქმით, კიდევ ოცი მაღაროელია დაშავებული. სამანგანის უშიშროების სამსახური ხელმძღვანელის მოადგილე, მოსადიყულა მუზაფარი იტყობინება, რომ მაშველთა ჯგუფის ოთხი წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა და, სავარაუდოდ, კიდევ 12 მაღაროელი არის მაღაროში მომწყვდეული. ავღანეთის სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში შრომის უსაფრთხოება სავალადო მდგომარეობაშია. შარშან, დეკემბერში, მაღაროს მსგავსი ჩამოშლის შედეგად 11 მაღაროელი დაიღუპა პროვინცია ბაღლანში.
ყველაზე პოპულარული
1