Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი, ბრიტანეთი და აშშ ემხრობიან სირიის საკითხში გაეროს "ძლიერ" რეზოლუციას


საფრანგეთი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები საჭიროდ მიიჩნევენ გაეროს „ძლიერ რეზოლუციას“, რომელიც გაითვალისწინებს ზუსტად განსაზღვრულ და სავალდებულო ვადებს სირიის ქიმიური იარაღის გასანადგურებლად. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პარიზში გაიმართა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების მოლაპარაკება. ეს მოლაპარაკება მოჰყვა შეერთებული შტატებისა და რუსეთის შეთანხმებას სირიის ქიმიურ არსენალზე - შაბათს მიღწეული შეთანხმების მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია. დღესვე, მოგვიანებით, გაერო წარმოადგენს ანგარიშს, რომლშიც ასახულია დამასკის გარეუბანი 21 აგვისტოს, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოებები.
XS
SM
MD
LG