Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა სირიის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას


სირიის საკითხზე ჟენევაში, 14 სექტემბერს მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისი განცხადებით, საქართველო განუხრელად უჭერს მხარს მსოფლიოში მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციის ზოგად პრინციპს. ”სირიის ქიმიური იარაღის განადგურების ჩარჩო შეთანხმება უპრეცედენტოა, რადგან შესაძლებელს ხდის სირიაში არსებული ქიმიური იარაღის რაოდენობისა და ტიპის ერთობლივ აღრიცხვას და აწესებს კონკრეტულ და მჭიდრო ვადას”, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. მისივე თქმით, შეთანხმების შესრულება გამყარებული იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით და შესაბამისად, ამ ეტაპზე უმთავრესი პრიორიტეტი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციაა. ”ვიმედოვნებთ, რომ ყველა პასუხისმგებელი მხარე სათანადოდ შეასრულებს შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს", - აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.
XS
SM
MD
LG