Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ტერიტორიაზე სირიის სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს


ორშაბათს თურქეთის ტერიტორიაზე, ქვეყნის საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო სირიის კუთვნილი სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს. როგორც თურქეთის ვიცეპრემიერ-მინისტრმა ბიულენტ არინჩმა განაცხადა, შვეულმფრენის სირიის საზღვრიდან ორი კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. ვიდრე საფრენ აპარატს რაკეტას ესროდნენ, თურქმა სამხედროებმა რამდენჯერმე მოსთხოვეს მფრინავებს შეეწყვიტათ უკანონო ქმედება, - აღნიშნა არინჩმა. მისივე სიტყვებით უცნობია შვეულმფრენის ეკიპაჟის ბედი, ვინაიდან საფრენი საშუალება სირიის ტერიტორიაზე ჩავარდა.
XS
SM
MD
LG