იტალიაში 20 თვის წინ ჩაძირული საკრუიზო ლაინერი „კოსტა კონკორდია“ გაასწორეს და ზღვის ფსკერზე აშენებულ პლატფორმაზე დააყენეს. ამისათვის ინჟინრებს 19 საათიანი მუშაობა დასჭირდათ. „კოსტა კონკორდია“ 290 მეტრი სიგრძისაა და 114 500 ტონას იწონის. ასეთი სიდიდის ლაინერის აწევა აქამდე არასდროს უცდიათ. ახლა ინჟინრები შეეცდებიან ბალანსისთვის ლაინერის მეორე გვერდზე დაამაგრონ წყლით სავსე კონტეინერები. გასული წლის დასაწყისში „კოსტა კონკორდია“ კუნძულ ჯილიოს კლდეს შეეჯახა. მაშინ 32 ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე პოპულარული
1