Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დააკავეს პოლიციელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი


ავღანეთში დააკავეს ხუთი პირი, მაღალჩინოსანი პოლიციელი ქალის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანით. სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციის პოლიციის წარმომადგენელმა სამშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, რომ საქმე ეხება ლეიტენანტ ნიგარის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილ პირებს. პოლიციის წარმომადგენელს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ნიგარი ორშაბათს დილით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მას შეიარაღებულმა პირებმა ესროლეს პოლიციის შტაბბინასთან ჰელმანდის დედაქალაქ ლაშკარ გაში. ნიგარი ივლისში დაინიშნა ჰელმანდში თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც მოკლეს მისი წინამორბედი, ისიც ქალი. ეს მკვლელობები ცხადჰყოფს, რამდენად დიდია საფრთხე, რომელიც ავღანეთში ემუქრება მაღალი თანამდებობის პირ და, ზოგადად, საზოგადოებაში აქტიურ ქალებს.
XS
SM
MD
LG