Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში სიკვდილი მიუსაჯეს ისლამისტ ლიდერს


ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ისლამისტ ლიდერს, აბდულ ყუადერ მოლას 1971 წელს, დამოუკიდებლობისათვის ომში ჩადენილი დანაშაულებისათვის. ამ ნაბიჯით სასამართლომ გააუქმა სამუდამო პატიმრობა, რომელიც აბდულ ყუადერ მოლასთვის წინა ინსტანციის სასამართლოს ჰქონდა მისჯილი. სამხედრო ტრიბუნალმა ეს განაჩენი 5 თებერვალს გამოიტანა, მკვლელობაში, გაუპატიურებასა და წამებაში აბდულ ყუადერ მოლას დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეებიც აბდულ ყუადერ მოლას სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. დემონსტრაციებზე საპასუხოდ, ბანგლადეშის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კანონში, რომელიც ამიერიდან სახელმწიფოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გაასაჩივროს სამხედრო დანაშაულებთან მიმართებით გამოტანილი განაჩენი. აბდულ ყუადერ მოლა პარტია „ჯამაათ-ე ისლამის“ გენერალური მდივნის თანაშემწე იყო. ეს პარტია პაკისტანისაგან ბანგლადეშის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდიოდა 1971 წლის ომის დროს.
XS
SM
MD
LG