ნიუ იორკში მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქტივისტებმა აღნიშნეს ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების ორი წლის იუბილე. ასამდე აქტივისტი შეიკრიბა ნიუ-იორკის ბირჟის მახლობლად - სწორედ იმ ადგილას, სადაც ორი წლის წინ კარვების ქალაქი გაშალეს და ორი თვე რჩებოდნენ იქ, სანამ ქალაქის ხელისუფლებამ ისინი ძალისმიერი მეთოდებით დაშალა. გარდა ნიუ-იორკისა, ორი წლის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები მოედო აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებს. ანალოგიური აქციები იმართებოდა კანადაში, ავსტრალიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტს“ არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამა. მოძრაობის მონაწილეები გამოდიან უთანასწორობისა და, მათი აზრით, ფინსური რესურსების უსამართლო განაწილების წინააღმდეგ. ამ მოძრაობის აქციებს ხშირად უერთდებიან ეკოლოგიური, უფლებადამცველი თუ ანტოგლობალისტური ჯგუფების აქტივისტები.
ყველაზე პოპულარული
1