Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებს 29 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყში, სულ ცოტა, 29 ადამიანი ემსხვერპლა სამშაბათს მომხდარ რამდენიმე აფეთქებას. როგორც პოლიციის წარომადგენლები იტყობინებიან, ბაზრებსა და საცხოვრებელ კვარტალებში მომხდარ თავდასხმებს ოცამდე ადამიანი შეეწირა, 90-მდე პირმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ქალაქ ფალუჯაში, ბაღდადის დასავლეთით, სამი თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს პოლიციის შენობას. ქალაქ მოსულში კი მებრძოლები თავს დაესხნენ მანქანას, რომელშიც შეუიარაღებელი პოლიციელები ისხდნენ. ორივე ინცინდენტს მოჰყვა მსხვერპლი.
XS
SM
MD
LG