Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკაცრდება სანქციები ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ავტორების მიმართ


ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ერთიდან ორ წლამდე ვადით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე იქნება განსაზღვრული. ამას ითვალისწინებს "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილება, რომლის ინიცირებაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა. მზადდება სხვა ცვლილებებიც, რომლებიც ეხება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას "112"-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის. სექტემბრის დასაწყისიდან 17 სექტემბრამდე საქართველოში აღირიცხა 11 შემთხვევა, როდესაც ოპერატიული მართვის ცენტრს ტელეკომპანიების, ბანკის, თბილისის აეროპორტის და პარლამენტის შენობებში ბომბის არსებობა შეატყობინეს. ცრუ შეტყობინების ავტორთა შორის, სულ ცოტა, ხუთი პირი სრულწლოვანი იყო.
XS
SM
MD
LG