საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას სოფელ დიცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ დიცში შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ. უწყების ინფორმაციით, 17 სექტემბერს რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესი გაგრძელდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. "შს სამინისტრო მკაცრად გმობს მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის გაგრძელებას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში და ყველა მხარეს აღნიშნული არალეგალური პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, გუშინდელ არაფორმალურ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლოდ ანალოგიური ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმებზე.
ყველაზე პოპულარული
1