Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გრინპისი“ აცხადებს, რომ მისი ორი აქტივისტი დააკავეს რუსეთის სანაპიროზე


რუსეთის სანაპირო დაცვამ არქტიკაში დააკავა გარემოს დამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ ორი აქტივისტი, რომლებიც კომპანია „გაზპრომის“ საბურღ პლატფორმაზე იყვნენ ასული. „გრინპისი“ აპროტესტებს „გაზპრომის“ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს 2014 წელს ნავთობის წარმოების დაწყებას საბურღ პლატფორმა „პრირაზლომნაიაზე“. გარემოს დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა პეჩორის ზღვაში. გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები რუსეთის სანაპირო დაცვის გემზე არიან დაკავებული. როგორც „გრინპისი“ აცხადებს, სანაპირო დაცვის გემმა განახორციელა 11 გამაფრთხილებელი გასროლა „გრინპისის“ გემთან, რომლითაც აქტივისტები ამ რეგიონში ჩავიდნენ. გარემოს დამცველი ორგანიზაცია შიშობს, რომ წყალში ნავთობის ჩაღვრის შედეგად შესაძლოა, განადგურდეს სამი ნაკრძალი, რომლებშიც თეთრი დათვები, ლომვეშაპები და ზღვის ფრინველის იშვიათი სახეობები ბინადრობენ. რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, რომელშიც სანაპირო დაცვა შედის, მომხდარ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG