Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ქიმიური იარაღის შესახებ დასკვნები „ეჭვგარეშეა“


გაეროს განცხადებით, მისი ექსპერტების მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც ასახავს სირიაში გასულ თვეში ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმას, „აბსოლუტურად ობიექტურია“, მისი დასკვნები კი „ეჭვგარეშე“. გაეროს პრესმდივანმა, მარტინ ნესირსკიმ ოთხშაბათს გაკეთებული ამ განცხადებებით უარყო რუსეთის მიერ გამოთქმული კრიტიკა, რომ ანგარიში უსამართლოა და დასძინა - ფაქტები ყველაფერზე მეტყველებსო. ნესირსკის თქმით, მყარია ანგარიშის დასკვნა, რომ 21 აგვისტოს ისროლეს რაკეტები, რომლებიც მომწამვლელი გაზით, ზარინით იყო დატვირთული. დღეს უფრო ადრე გაეროს ანგარიშს „პოლიტიზირებული, მიკერძოებული და ცალხმრივი“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თანახმად, ამ ანგარიშმა ვერ გააქარწყლა რუსეთის ეჭვები, რომ თავდასხმა მეამბოხეებმა მოაწყვეს სირიის კონფლიქტში დასავლეთის სამხედრო ინტერვენციის პროვოცირების მიზნით. ანგარიში პასუხისმგებლობას არავის აკისრებს. დასავლელი მოკავშირეების თანახმად, ანგარიში ამტკიცებს, რომ თავდასხმის უკან სირიის მმართველი რეჟიმი იდგა.
XS
SM
MD
LG