Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში მოკლეს ევროკავშირის სამართალდამცავი მისიის წევრი


კოსოვოში ევროკავშირის სამართალდამცავი მისიის (EULEX-ის) განცხადებით, მისიის წევრი, ლიტვის წარმომადგენელი მოკლეს კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე, ძირითადად სერბებით დასახლებულ რაიონში. EULEX-ის ცნობით, ორ ავტომანქანას, რომელშიც მისიის ექვსი წარმომადგენელი იჯდა რუტინული შემოწმების ჩასატარებლად, ცეცხლი გაუხსნეს მიტროვიცის მახლობლად. კოსოვოში გამართულ პრესკონფერენციაზე, EULEX-ის მიმართ ძალადობა დაგმო კოსოვოში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა, სამუელ ზბოგარმა: „EULEX-ზე თავდასხმა არის თავდასხმა ევროპის კავშირზე, ევროპის კავშირის ფასეულობებზე და ყველაფერზე, რასაც ევროკავშირი იცავს, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის ჩათვლით“. კოსოვოს პოლიციის წარმომადგენლებმა ჩვენს რადიოს დაუდსტურეს, რომ დაიღუპა ლიტვის მოქალაქე. დაწყებულია გამოძიება. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც სერბია არ აღიარებს, ისევე როგორც ჩრდილოეთ კოსოვოს მკვიდრი სერბები.
XS
SM
MD
LG