Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსუფ ლაკაევს სოხუმში რუსეთის დიპლომატის და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ


ქართველი სამართალდამცავების მიერ ბათუმში 13 სექტემბერს დაკავებულ იუსუფ ლაკაევს სოხუმში რუსეთის დიპლომატის, დმიტრი ვიშერნიოვის და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურები. სააგენტოებს, რია-ნოვოსტის და იტარ-ტასს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განუცხადა, რომ გამოძიებამ ლაკაევის ვინაობა დანაშაულის ადგილას აღმოჩენილ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე დატოვებული კვალის მოლეკულური და გენეტიკური ექპერტიზის შედეგად დაადგინა. მარკინის ინფორმაციით, გროზნოს მკვიდრი იუსუფ ლაკაევი სასჯელს იხდიდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისთვის ხელშეწყობის მუხლით და საპატიმრო დაწესებულება 2011 წლის მაისში დატოვა. მარკინის განცხადებითვე, სოხუმში რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის დმიტრი ვიშერნიოვის მკვლელობის შემდეგ ლაკაევმა აფხაზეთი სასწრაფოდ დატოვა. იუსუფ ლაკაევის ექსტრადიციის მიზნით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებისთვის მიმართვას ამზადებს. რუსი დიპლომატი დმიტრი ვიშერნიოვი სოხუმში 9 სექტემბერს მოკლეს. მძიმედ იყო დაჭრილი მისი მეუღლე, რომელიც 14 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი და მისი თანმხლები საქართველოს 2 მოქალაქე პოლიციამ ბათუმში 13 სექტემბერს დააკავა მას შემდეგ, რაც შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საბუთების შემოწმებისას ლაკაევმა სროლა დაიწყო და შემთხვევით გამვლელი მოქალაქე და პოლიციის თანამშრომელი დაჭრა.
XS
SM
MD
LG