Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქურთისტანში არჩევნები იმართება


ერაყის რეგიონში, რომლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეთნიკური ქურთები შეადგენენ, ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები იმართება. 1992 წლის შემდეგ პირველად, რეგიონის ორი წამყვანი პარტია, ქურთისტანის დემოკრატიული პარტია და ქურთისტანის პატრიოტთა კავშირი, ერთმანეთს უწევს კონკურენციას საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად. 2005 და 2009 წლებში ისინი კოალიციად გაერთიანებული მონაწილეობდნენ არჩევნებში. კიდევ ერთი ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ კონკურენციას უწევს ერაყის ქურთისტანში, არის 2009 წელს დაასრებული მოძრაობა „გორანი“.
XS
SM
MD
LG