Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გრინპისი“ გადაჭრით უარყოფს მეკობრეობის ბრალდებას


გარემოს დამცველი ორგანიზაცია „გრინპისი“ გადაჭრით უარყოფს მეკობრეობის ბრალდებას, რომელიც შესაძლოა, რუსეთში წაუყენონ „გრინპისის“ გემს, „Arctic Sunrise”, არქტიკაში 18 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო. შაბათს გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციის ადვოკატი, იასპერ ტოილინგი ბრალდებას უწოდებს რუსეთის ხელისუფალთა მცდელობას, გაამართლონ „გრინპისის“ გემზე საერთაშორისო წყლებში უკანონოდ შეჭრის ფაქტი. რუსმა შეიარაღებულმა მესაზღვრეებმა ხუთშაბათს დაიკავეს „გრინპისის“ ხომალდი მას შემდეგ, რაც მასზე მყოფმა აქტივისტებმა სცადეს „გაზპრომის“ საბურღ პლატფორმაზე ასვლა, არქტიკაში ბურღვის გასაპროტესტებლად. აქტივისტები ახლაც რჩებიან ხომალდზე, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა მურმანსკის პორტში წაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთში აპირებენ „გრინპისის“ აქტივისტებისათვის მეკობრეობის ბრალდების წაყენებას, რაც, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG