გერმანიის მედიის ცნობით, კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიულ პარტიას შესაძლოა, ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ერგოს კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად. წინასწარი შედეგებით,მერკელის „ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა“ მოიპოვა ხმების 42,5%. პარლამენტში, როგორც ჩანს, ვერ მოხვდება მმართველი კოალიციის წევრი, „თავისუფალ დემოკრატთა პარტია“, რომელსაც სულ 4,6% ერგო. ასევე წინასწარი შედეგებით, ხმების 26% სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. თუ ქრისტიან-დემოკრატებს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ერგებათ, ეს პირველად მოხდება 1957 წლის, კონრად ადენაუერის კანცლერობის შემდეგ.