Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის პრეზიდენტმა ანგელა მერკელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა


ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ანგელა მერკელს და გამოთქვა რწმენა, რომ იგი გააგრძელებს საქმიანობას, „აყვავებული ევროპისათვის". ანგელა მერკელმა, რომელმაც მილოცვები საფრანგეთის, ბრიტანეთის, ბელგიისა და იტალიის ლიდერებისაგან უკვე მიიღო, კვირას ბერლინში ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა ნდობისათვის. „მხოლოდ ერთს ვიტყვი, ბედნიერებას გისურვებთ და ბედნიერება მოგვცემს ჩვენ ძალას, რათა მომავალ წლებში უკეთესად ვიმოქმედოთ. ჩვენ ბევრი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია თავი გავართვათ მას. დიდი მადლობა, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.“ ბუნდესტაგის არჩევნებში მერკელის ბლოკმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“, ამომრჩეველთა ხმების 41,5% მიიღო. მერკელის პარტიას სულ ორი ადგილი დააკლდა პარლამენტში იმისათვის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოეპოვებინა. არჩევნების შედეგად, ანგელა მერკელი მესამედ ჩაუდგება სათავეში ევროპის უდიდეს ეკონომიკას, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ პარლამენტში გასულ რომელ ძალასთან გააფორმებენ ახალ კოალიციურ შეთანხებას გამარჯვებული „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ ბლოკი.
XS
SM
MD
LG