Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: „საშინელი დანაშაულია ისლამისტების თავდასხმა ნაირობიში“


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „საშინელი დანაშაული“ უწოდა ისლამისტების თავდასხმას კენიის დედაქალაქ ნაირობიში მდებარე „ვესგტეიტის“ სავაჭრო ცენტრზე. პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ამერიკა გაუწევს ყველა საჭირო დახმარებას კენიის ხელისუფლებას თავდამსხმელთა წინააღმდეგ, რომლებმაც შაბათს სავაჭრო ცენტრში მძევლები აიყვანეს. ობამას სიტყვებით, კენიაში მომხდარი ფაქტი აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა აღდგეს „უაზრო ძალადობის“ წინააღმდეგ, რომელსაც ისეთი დაჯგუფებები ახორციელებენ, როგორიცაა „ალ შაბაბი“. ობამამ აღნიშნულის შესახებ განცხადება ნიუ-იორკში ნიგერიის პრეზიდენტ გუდლაკ ჯონათანთან შეხვედრისას გააკეთა. უკანასკნელი მონაცემებით, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას 62 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულია სულ მცირე 175 ადამიანი. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას ბრიტანეთის ექვსი მოქალაქე დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო „ალ ყაიდასთან“ კავშირში მყოფმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ შაბაბმა“.
XS
SM
MD
LG