იტალიის ქალაქ ფლორენციაში დაკავებულია ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგი საბანაძე, რომელიც 2010-2012 წლებში ხელმძღვანელობდა „თბილისის განვითარების ფონდს.“ ქართველმა სამართალდამცავებმა საბანაძე ძებნილად წელს აგვისტოში გამოაცხადეს. მას ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვა. საქართველოს შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი საბანაძემ თბილისის მერიის მაღალჩინოსნებსა და სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად 2011 წლის შემოდგომაზე ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანი იყო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ნაციონალური მოძრაობის უკანონო დაფინანსება „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხით. სამინისტროს განცხადებითვე, იტალიელმა სამართალდამცავებმა საბანაძეს შეუფარდეს წინასაექსტრადიციო პატიმრობა და მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.
ყველაზე პოპულარული
1