Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია


საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში არსებული ვითარების გასაცნობად საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. მისი წევრები დღეს თბილისში შეხვდნენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და საქართველოს ცესკოს თავმჯდომარეს. საღამოს დელეგაციას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები პრეზიდენტობის კანდიდატების შეფასებებს მოისმენენ, მთავრობის და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდებიან და შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავენ.
XS
SM
MD
LG