ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი სამხედროები ქარელის რაიონის სოფელ დვანთან განაგრძობენ ე.წ. საზღვრის მონიშვნის პროცესს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დვანიდან იუწყება, ოკუპირებული რეგიონის სოფელ მუგუთის გამგებელმა ზაურ ვალიევმა დვანელი მერაბ მეკარიშვილი გააფრთხილა, რომ ორ დღეში უნდა დაცალოს ომის დროს დამწვარი სახლი, რომელსაც ამჟამად სათავსოდ იყენებს, რადგან აქ ე.წ. საზღვარი გაივლის. დვანის კიდევ ერთმა მცხოვრებმა ზაალ ახალკაცმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თუ ე.წ. საზღვრის მონიშვნა გაგრძელდება იმ ხაზზე, სადაც ახლა მიმდინარეობს, მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდება დაახლოებით 150 ჰექტარი მიწა.
ყველაზე პოპულარული
1