Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


რუსეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სოჭის რაიონში, რომელიც წყალდიდობისა და ნიაღვრების შედეგად დაზარალდა. როგორც საგანგებო ვითარებათა სამსახურის თანამშრომელმა ირინა გაგლოევამ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა განაპირობა გადაუღებელი წვიმების შემდეგ მდინარეებში წყლის დონის მკვეთრმა მომატებამ. მეხანძრეები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ამოეტუმბათ წყალი შავი ზღვის საკურორტო ქალაქის ქუჩებიდან, სადაც გაისად ზამთრის ოლიმპიადა უნდა გაიმართოს. ქალაქს არ მიეწოდება ელექტრონერგია, ხოლო შესაბამისმა სამსახურებმა მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდეს. მიუხედავად ამისა, მიღებული ცნობების თანახმად, სამმა პირმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
XS
SM
MD
LG