Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „გრინპისის“ აქტივისტები წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს


საერთაშორისო ბუნების დამცველი საზოგადოება „გრინპისის“ აქტივისტები რუსეთის ქალაქ მურმანსკის წინასწარი დაკავების საკნებში გადაიყვანეს. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ მეკობრული დანაშაულის მუხლით წაუყენებენ ბრალს. თუმცა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის პრეზიდენტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აქტივისტები არ არიან „მეკობრეები“, თუმცა მათ დაარღვიეს საერთაშორისო კანონმდებლობა. „აშკარაა, რომ ისინი არ არიან მეკობრეები. მაგრამ ისინი ფაქტიურად ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ პლატფორმა. ჩვენმა სამართალდამცველმა ორგანოებმა, ჩვენმა მესაზღვრეებმა არც კი იცოდნენ, თუ ვის სურდა ხელში ჩაეგდო პლატფორმა ორგანიზაცია „გრინპისის“ სახელით.“ რუსმა მესაზღვრეებმა სამშაბათს დააკავეს ეკოლოგების კუთვნილი გემი, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კომპანია „გაზპრომის“ კუთვნილ პლატფორმას დაესხნენ თავს. რუსეთის კანონმდებლობით „მეკობრული“ დანაშაული 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გასულ კვირაში, შეიარაღებული მესაზღვრეები ეკოლოგების ყინულმჭრელ „არქტიკ სანრაიზზე“ ავიდნენ და „გრინპისის“ 25 აქტივისტი, მათ შორის რუსეთის ოთხი მოქალაქე დააპატიმრეს. ეკოლოგები მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისინი მშვიდობიან საპროტესტო აქციას ატარებდნენ.
XS
SM
MD
LG