ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამურაში, რომლის მცხოვრებთა ნაწილი ევაკუირებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ვითარება საკმაოდ რთულია და შემდგომ გადაწყვეტილებებს გეოლოგების დასკვნის შესაბამისად მიიღებს. ძლიერმა წვიმამ უშგულში დააზარალა საცხოვრებელი სახლები, ხიდები და გზები. სტიქიის რაიონში იმყოფებიან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეების ადიდების გამო დაზარალდნენ ხობის, ჩიხატაურის, ოზურგეთის, სამტრედიის და ვანის მუნიციპალიტეტებიც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ცენტრალური და სოფლების საავტომობილო გზები და განადგურებულია მოსავლის ნაწილი. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს. სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
ყველაზე პოპულარული
1