ნიუ იორკში შეხვედრებს განაგრძობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორატების ხელმძღვანელთა დღევანდელი შეხვედრისას ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ვილნიუსის სამიტისათვის დასახულ მიზნებსა და სამიტის შემდგომ პერსპექტივებზე. 26 სექტემბერს მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის და ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
ყველაზე პოპულარული
1