Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ტრიბუნალმა ძალაში დატოვა ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტისთვის გამოტანილი განაჩენი


გაეროს ტრიბუნალმა ძალაში დატოვა ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტის, ჩარლზ ტეილორისათვის გამოტანილი განაჩენი - 50 წლით პატიმრობა, რომელიც შარშან მიუსაჯა ლიბერიის მეზობელ სიერა ლეონეში მეამბოხეების მხარდაჭერის გამო. 2012 წლის აპრილში, სიერა ლეონესთვის შექმნილმა საგანგებო სასამართლომ ტეილორი დამნაშავედ ცნო სამხდერო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში ტერორიზმის, მკვლელობის, გაუპატიურებისა და ბავშვების ჯარსიკაცებად გამოყენების მუხლებით. დღეს ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს ტრიბუნალის გადაწყვეტილებით კმაყოფილება გამოთქვა პროკურორმა ბრენდა ჰოლისმა: „დღევანდელი გადაწყვეტილება ნაწილობრივ მაინც აღადგენს სამართლიანობას მსხვერპლთათვის, ვინც ასე საშინლად დაიტანჯა ჩარლ ტეილორის გამო. ჩარლზ ტეილორი არის სახელმწიფოს პირველი ყოფილი ლიდერი 1946 წელს ნიურნმბერგის ტრიბუნალის შემდეგ, რომელიც სისხლის სამართლოს საერთაშორისო ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო სამხედრო დანაშაულებისათვის“.
XS
SM
MD
LG