Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავს დამნაშავედ არ ცნობს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე


თავს დამნაშავედ არ ცნობს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელიც ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის საჯაროდ გავრცელებაშია ბრალდებული. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ხვედელიძემ განაცხადა, რომ დანაშაულს არ აღიარებს. მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატმა იმ მოტივით, რომ დაცვის მხარეს შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია, მოსამართლეს სთხოვა ხვედელიძის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. თავის მხრივ, პროკურატურა ირწმუნება, რომ ბრალდების მხარე შესაბამის მტკიცებულებებს ფლობს. საბოლოოდ, მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გელა ხვედელიძის საქმის არსებითი განხილვის დასაწყებად სხდომა 10 ოქტომბერს დანიშნა.
XS
SM
MD
LG