Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი ჩურკინმა ”ბოდვა” უწოდა საქართველოს პრეზიდენტის გაეროში გამოსვლას


გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლისას დარბაზი დატოვა რუსეთის დელეგაციამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებს მიზეზად ის დაუსახელა, რომ რუსეთის დელეგაცია მიხეილ სააკაშვილის შეფასებებს არ ეთანხმება. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა კი საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას უწოდა ბოდვა, რომელსაც მისივე შეფასებით, არა მხოლოდ ანტირუსული, არამედ რუსოფობიური და ანტიმართლმადიდებლური ხასიათი ჰქონდა.
XS
SM
MD
LG