Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 515-მდე გაიზარდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


პაკისტანში 515-მდე გაიზარდა სამშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამასთან, მეამბოხეების თავდასხმები ართულებს მაშველების საქმიანობას. სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში სამშაბათს 7,7 სიმძლავის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულთა რიცხვი (515) პარასკევს დაადასტურა მთავრობის მაღალჩინოსანმა, ბაბარ იაყუბმა, ავარანის რაიონში ვიზიტის შემდეგ. ავარანში იყო მიწისძვრის ეპიცენტრი და ავარანშივე აქვთ ძლიერი პოზიცია ეთნიკურად ბელუჯ სეპარტისტებს, რომლებიც პაკისტანისაგან დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. პარასკევს ამ რეგიონში ცეცხლი გაუხსნეს ორ ვერტმფრენს, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა.
XS
SM
MD
LG