Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების საპროტესტო აქციამ დვანში კარასინი აღაშფოთა


საქართველო უპასუხისმგებლოდ აგრძელებს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის გაღვივებას, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ქართველი ჟურნალისტების ერთი ჯგუფის საპროტესტო აქციას სოფელ დვანში. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დვანში, საოკუპაციო ზოლიდან 40 მეტრის დაშორებით , გაიმართება მედიის წარმომადგენლების აქცია ლოზუნგით - "არა მცოცავ ოკუპაციას". როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იუწყებიან, გრიგორი კარასინმა ევროკავშირის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს მოუწოდა, არ დაიშურონ ძალისხმევა ქართული ხელისუფლების ამ ახალი სახიფათო ჩანაფიქრის აღსაკვეთად. დვანში დაგეგმილ ქართველ ჟურნალისტთა აქციას გამოეხმაურა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ დვანში დაგეგმილ ჟურნალისტების აქციას რეგიონში სერიოზული შედეგები მოჰყვება. ჟურნალისტების დაგეგმილი აქციის ორგანიზება სოციალურ ქსელ facebook-ში მოხდა. მედიის წარმომადგენლები ოკუპაციას სხვადასხვა ლოზუნგებით გააპროტესტებენ. დღევანდელ აქციას ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობა გააკონტროლებს და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
XS
SM
MD
LG