Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის კორტეჟს პროტესტის ნიშნად რადიკალებმა ფეხსაცმელი ესროლეს


გავრცელებული ცნობების თანახმად, ნიუ-იორკიდან დაბრუნებულ ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის კორტეჟს რადიკალურად განწყობილმა ოპონენტებმა ფეხსაცმელი ესროლეს. მათი რაოდენობა 60 კაცს აღწევდა. ბევრად მეტი იყო მათი რიცხვი, ვინც მხარდაჭერის ნიშნად ირანის პრეზიდენტს მადლობას უხდიდა. ირანის პრეზიდენტმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ობამას თქმით, ეს იყო ამერიკისა და ირანის პრეზიდენტების პირველი საუბარი 30-ზე მეტი წლის შემდეგ. აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ სჯერა ორი ქვეყანა მიაღწევს შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. „მჯერა, რომ არსებობს პრობლემის მოგვარების საფუძველი. ირანის უზენაესმა ლიდერმა გამოსცა ფეტვა, დადგენილება ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგ, პრეზიდენტი როჰანი აღნიშნავს, რომ ირანი არასოდეს შექმნის ბირთვულ იარაღს, მე მკაფიოდ ვაცხადებ, რომ პატივს ვცემ ირანელი ხალხის უფლებას ჰქონდეს მშვიდობიანი ბირთვული ენერგია იმ პირობით, თუკი ირანი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. როგორც ობამა აღნიშნავს, მან და როჰანიმ თავიანთ გუნდებს დაავალეს, სწრაფად იმუშაონ სათანადო შეთანხმების მოსამზადებლად. დასავლეთი შიშობს, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG