Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი პოლიტიზებულს უწოდებს ვიქტორ ბუტის სასამართლო პროცესს


ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ძალაში ტოვებს რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტის მიმართ გამოტანილ განაჩენს, - პოლიტიზებული და უსამართლოა. ამის შესახებ ნათქვამია ცნობაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა. ამ კვირაში ნიუ-იორკის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ უარყო დაცვის საჩივარი და ძალაში დატოვა განაჩენი, რომლითაც რუსი მეწარმე აშშ-ის ციხეში 25 წლიან სასჯელს იხდის. 2012 წლის აპრილში ვიქტორ ბუტი ამერიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მთავრობასთან მებრძოლ კოლუმბიის ულტრა მემარჯვენე რადიკალურ ორგანიზაციასთან იარაღის გაყიდვის მიზნით გარიგებაში სცნო დამნაშავედ. მასვე მსჯავრი დაედო ასევე ამერიკის თანამდებობის პირებისა და ამერიკელი მოქალაქეების წინასწარგანზრახულ მკვლელობაში შეთქმულებისათვის.
XS
SM
MD
LG