Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი 27 ოქტომბერს კოჰაბიტაციისათვის „განაჩენს“ ელოდება


ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 27 ოქტომბერს ამომრჩეველი „განაჩენს გამოუტანს“ კოჰაბიტაციას. ამის თაობაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა წალკაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. "ხომ არავის მოგწონთ კოჰაბიტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. 27 ოქტომბერი უნდა იყოს განაჩენი და არა უბრალოდ არჩევნები იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ სურს ჩვენთან ერთად ქვეყნის შენება. არ შეიძლება, რომ არჩევნები უბრალოდ მოვიგოთ. ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზული მოგება. ეს უნდა იყოს ისეთი პროცენტი, რომელიც სამაგალითო იქნება და მე ამაში თქვენი იმედი მაქვს", - მიმართა მარგველაშვილმა ამომრჩეველს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სომეხი, ბერძენი, აზერბაიჯანელი და ქართველი ეროვნების მოქალაქეები, ყველა ერთად 27-ოქტომბრამდე საკუთარ მეზობლებსაც მოუწოდებენ, რომ არჩევნებზე მივიდნენ და არავინ გამოაკლდეს საარჩევნო პროცესს.
XS
SM
MD
LG