Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა პაკისტანში ექსტრემისტები დახოცა


პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, აშშ-ის კუთვნილი უპილოტო თვითმფრინავიდან განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე სამი ექსტრემისტი შეეწირა ავღანეთის საზღვართან ახლომდებარე რეგიონში. თავდასხმა ჩრდილო-ვაზირისტანის მთავარ ქალაქ მირანშას მახლობლად კვირას მოხდა. პაკისტანის უსაფრთხოების უწყების ანონიმური წყაროს ცნობით, ამერიკულმა დრონმა ორი რაკეტა ესროლა სამხედრო ობიექტს. ჩრდილო-ვაზირისტანი ალ ყაიდასთან კავშირში მყოფი ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და თალიბანის საყრდენ რეგიონად ითვლება. უპილოტო ავიაციის თავდასხმას წინ უძღოდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის გამოსვლა გაეროში, რომელიც შეიცავდა მოწოდებას საავიაციო იერიშების შეწყვეტის თაობაზე. პაკისტანი მიიჩნევს, რომ აშშ-ის უპილოტო ავიაციის თავდასხმები ლახავენ ქვეყნის სუვერენიტეტს. ვაშინგტონი კი საავიაციო იერიშებს ექსტრემისტების წინაღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG