მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე პარლამენტს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. დღის წესრიგში დგას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ვაკანტურ ადგილებზე წევრების დამტკიცების საკითხი. ასევე პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე უნდა აირჩიოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ადგილია ვაკანტური. ეს ის ადგილებია, სადაც კანდიდატების დამტკიცებას 2/3-იანი კვორუმი, ანუ უმცირესობასთან შეთანხმება სჭირდება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ადგილზე პარლამენტს სამი კანდიდატურა წარედგინა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ასევე ორ ვაკანტურ ადგილას - ოთხი კანდიდატი. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის საკითხს, უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მოსამართლე ვახტანგ გვარამიას ამოეწურა. სავარაუდოდ, პარლამენტი გვარამიას შემცვლელსაც მომავალ კვირას დაამტკიცებს. ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტი სხდომებს 4 ოქტომბრის ჩათვლით გამართავს და მუშაობას შეაჩერებს და წინასაარჩევნო რეჟიმში გადავა.
ყველაზე პოპულარული
1