Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

46 ადამიანი ემსხვერპლა ერაყში კვირას განხორციელებულ თავდასხმებს


კვირას, ერაყში განხორციელებულ თავდასხმებს 46 ადამიანი ემსხვერპლა, იტყობინება ერაყის ხელისუფლება. ქალაქ მუსაიბში, რომელიც ბაღდადის სამხრეთით 60 კილომეტრში მდებარეობს, შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანი შეეწირა, 40-მდე ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. თავდასხმა განახორციელა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელმაც თავი სამგლოვიარო პროცესიის დროს აიფეთქა. ერაყის ჩრდილოეთით ქალაქ ირბილში მებრძოლებმა შეტევა განახორციელეს უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე, რომლის დროსაც ექვსი ქურთი სამხედრო დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. თავდასხმაში ოთხი თვითმკვლელი მონაწილეობდა, მათ ავტომობილი ააფეთქეს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. კვირას მოხდა თავდასხმები ასევე ბაღდადის შემოგარენში, ქალაქ ჰუსაინიასა და ბაგუბაში. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ერაყში განხორციელებულ თავდასხმებს 4600-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG