Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელიდან აძევებენ ამერიკელ დიპლომატებს


ვენესუელიდან აძევებენ ამერიკელ დიპლომატსა და აშშ-ის საელჩოს ორ თანამშრომელს. მათ ბრალად დასდეს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებთან თანამშრომლობა ვენესუელაში დესტაბილიზაციის ხელშეწყობისთვის. კელი კეიდერლინგი ვენესუელაში ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელია. 2010 წლიდან აშშ-სა და ვენესუელას ერთმანეთის დედაქალაქებში ელჩები აღარ ჰყავთ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო. მადურომ ორშაბათს სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკელებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი აქვთ. ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელის ხელისუფლებამ „გამოავლინა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ჯგუფი, რომელსაც განზრახული ჰქონდა ულტრა-მემარჯვენეებთან შეხვედრა და მათი დაფინანსება ხელისუფლებისა და ვენესუელის ეკონომიკის წინააღმდეგ საბოტაჟის ხელშეწყობისთვის“. მადუროს კრიტიკოსები შექმნილ ვითარებას მთავრობის არაეფექტიანობას აბრალებენ.
XS
SM
MD
LG