აშშ-ის საზღვაო ძალებიდან გაუშვეს ორი გენერალი. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზია მათ მიერ ავღანეთში მდებარე ერთერთი ბაზის თალიბანის თავდასხმისგან არაეფექტიანი დაცვა. საზღვაო ძალების სარდალმა - გენერალმა ჯეიმს ამოსმა წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ გენერალ-მაიორმა ჩარლზ გურგანუსმა და გენერალ-მაიორმა გრეგ სტურდევანტმა არ განახორციელეს ძალების ადეკვატური დაცვა ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბაზა „ბასტიონზე“. ამოსმა ორივე გენერალს სამსახურის დატოვება მოსთხოვა და მათაც თანხმობა განაცხადეს. ორი საზღვაო ქვეითი დაიღუპა და რვა ამერიკელი სამხედრო დაიჭრა 2012 წლის სექტემბერში განხორციელებული თავდასხმის შედეგად. თალიბების თავდასხმის მიერ მიყენებული ზარალი მილიონობით დოლარს უტოლდება, მათ შორის განადგურდა 6 მოიერიშე თვითმფრინავი „ჰარიერი“. შეტაკებისას 14 თალიბი დახოცეს და 15 შეიპყრეს.
ყველაზე პოპულარული
1