ბოსნია-ჰერცეგოვინაში იწყება მოსახლეობის აღწერა, რომელიც პირველია 1991 წლის შემდეგ. მოსახლეობის შემადგენლობა მტკივნეული საკითხია ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1992-95 წლების ომის შემდეგ. აღწერის შედეგმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სქემაზე, რომელიც დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით განისაზღვრა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მცხოვრებ ბოსნიელ მუსლიმებს, სერბებსა და ხორვატებს შორის ძალაუფლების გასანაწილებლად. 1991 წლის აღწერის შედეგებით, მოსახლეობის 43,5%-ს მუსლიმები შეადგენდნენ, 31,2%-ს სერბები, ხოლო 17,4%-ს ხორვატები. ამჟამინდელი აღწერა, თავდაპირველი გეგმით, 2012 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო ბოსნიის ეთნიკურად დაყოფილ პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოების გამო. საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე შესაძლოა, წელიწადზე მეტი გავიდეს.
ყველაზე პოპულარული
1