Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოკ-ი: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას


ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ურთიერთობის დეპარტამენტის წარმამადგენელმა, პერე მირომ 30 სექტემბერს ოფიციალური წერილი გააგზავნა საქართველოში, სადაც იტყობინება, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, ისევე როგორც ამ რეგიონების ჟურნალისტები, დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას, გვამცნობს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. სოკ-ის ამ პოზიციით კმაყოფილება გამოთქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფარჯიკიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ამ ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს.
XS
SM
MD
LG