Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გრინპისის“ აქტივისტებს რუსეთში ბრალად „მეკობრეობა“ წაუყენეს


ქალაქ მურმანსკის პროკურატურის გამომძიებლებმა ოფიციალურად წაუყენეს ბრალად „მეკობრეობა“ საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინპისის“ 4 წარმომადგენელსა და ერთ ფოტოგრაფს. ბრალდებულები რუსეთის, ბრაზილიის, ბრიტანეთის, ფინეთისა და შვედეთის მოქალაქეები არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ. სექტემბრის ბოლოს რუსეთის ხელისუფლებამ „გრინპისის“ ათობით პირი დააკავა არქტიკაში, სადაც ისინი „გაზპრომის“ კუთვნილი პლატფორმაზე ასვლას გეგმავდნენ.
XS
SM
MD
LG